„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების დუმილი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე - მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის ვიზიტზე მათი მხრიდან სიჩუმე კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები და გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოფიო ხორგუანი აღნიშნავს, რომ მათი პარტია ყველა საიმედო პარტნიორს მიესალმება, რომელიც ქვეყანას ეყოლება.
"მე ვილაპარაკებ იმაზე, რაზეც მე მინდა ვილაპარაკო და რაზეც ვარ კომპეტენტური. რა განცხადება უნდა გამეკეთებინა მაინტერესებს მაგალითად? ჩვენ მივესალმებით ყველა საიმედო პარტნიორს, რომელიც ქვეყანას და სახელმწიფოს ეყოლება", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.