„სიყმაწვილის სენი ჰქვია ამას, ბავშვი რაღაცნაირად რომ გაჯიუტდება და ფეხებს აბაკუნებს, ყურადღებას რომ არ აქცევ, ტირილს რომ იწყებს და მერე უმატებს და უმატებს" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"სიყმაწვილის სენი ჰქვია ამას - ბავშვი რაღაცნაირად რომ გაჯიუტდება და ფეხებს აბაკუნებს, ყურადღებას რომ არ აქცევ, ტირილს რომ იწყებს და მერე უმატებს და უმატებს. ხომ ხედავენ, რომ არ ვცემთ ამ შეურაცხყოფაზე პასუხს, პატივს ვცემთ მათ პოზიციას. ვიცი, რომ მათ გულწრფელად უნდათ ამ ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს", - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საერთო პროცესს აზიანებს.

"ჩვენ ხომ არ ვლანძღავთ, არა?! კი, 4-ში ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდეს საღამოს 8 საათის მერე. ჩვენ არ გვაზიანებენ - საერთო საქმეს აზიანებენ და ასეირებენ "ქართულ ოცნებას". ამას რატომ აკეთებენ ასე ჯიუტად და დაჟინებით, ვერ ვხვდები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.