1757362342
ევროპამ უნდა გადახედოს თავის ინტერესებს და მოიძიოს ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გადახედოს თავის ინტერესებს და მოიძიოს ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება.
მერცის თქმით, ევროპა ნოსტალგიის გარეშე უნდა მოერგოს ახალ რეალობას. მისი თქმით, ამერიკა რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.
„აშშ ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება. მზად ვართ მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, თუმცა ცხადი ხდება, რომ ეს პარტნიორობა ნაკლებად მკაფიო იქნება. ის უფრო ჩამოყალიბდება კონკრეტული საკითხებისა და ინტერესების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მერცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე არის ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მაგალითი.