"სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს" - შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე

პაპუაშვილი

"ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა აწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ჩვენ ხშირად ვხედავთ სიყალბეს ოპოზიციაში და სიყალბის ნაწილია, როდესაც ადამიანი თამასას ასე მაღლა ასწევ და თავად შემდეგ ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა არ გაქვს. სამწუხაროა, ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც სწორედ ამ სიყალბით, მორალური თამასის დადგენით, თავადაც ამ მორალურ თამასას ვერ წევენ და ვერ ძლევენ. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს ამ შემთხვევაში. თუკი ის ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის, ეს არის მხოლოდ მისი ბრალი, ვინაიდან მან ასეთი ყალბი თამასების და სტანდარტების დადგენით თავადვე ვერ დააკმაყოფილა ეს სტანდარტები“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.  ხოშტარიამ ინფორმაცია დაადასტურა.