ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ერთი საათითაც ვერ გაძლო მელიას აფიორამ და „ფეიკ-ნიუსმა", რომ თითქოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყველა მეგობარი ქვეყნის დროშა ააფრიალეს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
„პატივცემულო მიშიზმით შებყრობილებო!...აი რატომ გაქვთ რეიტინგი ნულს ქვემოთ... ერთი საათითაც ვერ გაძლო მელიას აფიორამ და "ფეიკ-ნიუსმა",რომ თითქოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყველა მეგობარი ქვეყნის დროშა ააფრიალეს საქართველოს გარდა.... სინამდვილეში კი რადაში იმ ქვეყნის დროშები გაიშალა,რომელთაგანაც სამხედრო დახმარებას იღებს უკრაინა...
დარბაზში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთისა და მოლდოვას წარმომადგენლობა. შესაბამისად არც ფრანგული და არც მოლდოვური დროშა არ გაშლილა...P.S ისეთი დაჩიავებულები ხართ, რომ თქვენი "ფეიკ-ნიუსები" ერთ საათსაც ვეღარ ქაჩავს.”- წერს ქადაგიძე.