ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ოპოზიციურ ალიანსში გამწვავებულ დაპირისპირებას უმრავლესობის წევრები აფასებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ნაცებს" ერთმანეთის სიძულვილი ყოველთვის ჰქონდათ".
რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
"სინამდვილეში "ნაცებს" ერთმანეთის სიძულვილი ჰქონდათ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში ჩარჩნენ. ფაქტია, რომ მათი აქცია ჩავარდა, ფაქტი არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ვერც ექნებათ ზუსტად იმიტომ, რომ არიან ასეთები როგორებიც არიან და გვაჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს, ასე რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მათი სიძულვილის და ზიზღის რიტორიკა კიდევ უფრო ცხადი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
"დეგრადირებული, დაბოღმილი, ამბიციარი" - ამ სიტყვებით უპირისპირდებიან ოპოიზიციურ ალიანსში მყოფი ყოფილი და მოქმედი ნაციონალები ერთმანეთს. ამჯერად განხეთქილების მიზეზი პატიმარი მელიას წერილი გახდა, სადაც პატიმარ სააკაშვილს მოღალატეს და მატყუარას უწოდებს. სწორედ ლიდერის დასაცავად დაუპირისპირდა ანა წითლიძე ახლების ლიდერს, მის წერილს კი აბსურდულს უწოდებს.