შეუძლებელია მათემატიკა ასეთ დონეზე არ იცოდე, ის, რაც სენაკში მოხდა, უკვე ამ ალიანსის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანა იყო - სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი

"ის, რაც სენაკში მოხდა, უკვე ამ ალიანსის კომიკურ-კრიმინალურ ჟანრში გადატანა იყო, კრიმინალური იმიტომ, რომ კანონის დარღვევაა ის, რაც გააკეთეს, კომიკური კი იმიტომ, რომ მართლაც, შეუძლებელია მათემატიკა ასეთ დონეზე არ იცოდე და თქვა, რომ 16 კაცს 33 წევრიან საკრებულოში სხდომის ჩატარება შეუძლია", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი

"პარლამენტში კენჭისყრა რომ იწყება, დღეში, შესაძლოა, 5-ჯერაც კი ჩატარდეს რეგისტრაცია იმისათვის, ნამდვილად არის თუ არა ლეგიტიმური ის კანონები, რომლებსაც ვიღებთ. გამოამჟღავნეს დაუოკებელი სწრაფვა, რომ რაღაცნაირად ეს ალიანსი კიდევ უფრო განამტკიცონ და რაღაც თანამდებობები გადაინაწილონ", - აცხადებს სოზარ სუბარი.

გუშინ სენაკის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად მაინც ჩატარდა, რაც რეგლამენტით  მიღებული არ არის. თვითმმართველ ორგანოში დეპუტატთა მინიმუმ 50% არ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სხდომას სენაკის "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დასწრებიან.