"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
შესაძლოა შეკრებების დრო კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი და ამ კანონდარღვევის პრევენციისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილია ნიღბები გამოყენებული არ იყოს და აკრძალული იყოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების ე.წ. სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს პრობლემას იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება აიკრძალება. არ არის გამორიცხული, რომ ასევე აკრძალოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რადგან დეპუტატებმა ამაზეც იმსჯელეს.