დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
"ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას, შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით მათ, ისევე როგორც სხვა ლიდერებს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს.
"მილანში იხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიის ფარგლებში, იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ, გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას, შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით მათ, ისევე, როგორც სხვა ლიდერებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მილანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდნენ. საუბრისას აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება იტალიის პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ვახშამს, რომელზეც სახელმწიფო მეთაურებს უმასპინძლებენ.