პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია სასჯელის გადავადება შესაძლებელი.
პროკურორის განცხადებით,სასჯელის გადავადების დროს, საქმეზე სამართალწარმოების პროცესი დასრულებული უნდა იყოს, სააკაშვილს კი მიმდინარე საქმეები აქვს.
„ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მას სურს სასჯელი გადაუვადდეს. აქვე განვმარტავ, როცა აღნიშნული საკითხი წყდება, სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს დასრულებული, ჩვენ საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ ძებნილ, მსჯავრდებულ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ის კანონდარღვევით შემოვიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია ბევრად ადრე ჰქონდათ და აღნიშნულის კონტროლი გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში იყვნენ," - აცხადებს პროკურორი.