შენგელაია ოპოზიციაზე: დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს

nikusha shengelaia

დაასახელონ სანქცია, რომლითაც შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას უკრაინელების მხარდასაჭერად.

„ჩვენ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება გონიერებაც, მხნეობაც და ერთობაც, თუმცა ერთობაში არ ვგულისხმობ იმ ძირგამომთხრელ ოპოზიციასთან ერთობას, მე ვგულისხმობ ხალხს. ძალიან ერთიანები უნდა ვიყოთ, რომ ავცდეთ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ტრიალებს და რაც ჩვენთან დატრიალდა აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს. რა არგუმენტაცია აქვს ოპოზიციას, რომ სანქციებს რატომ არ მივუერთდითო. დაასახელონ სანქცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთი სერიოზულად დავაზიანოთ და ჩვენი ხალხი არ დაზიანდეს. მთელი საქართველო, ხელისუფლება და ხალხი ფეხზე დგას, რომ როგორმე უკრაინელებს დაეხმარონ, ვხედავთ აქ მყოფ უკრაინელებს ექცევიან.“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.