ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ გამოხატვის უფლება არის უნივერსალური და ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს.
„შეკრების, მანიფესტაციის, გამოხატვის უფლება არის უნივერსალური და აბსოლუტური უფლება ადამიანის, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუცია არის ის, რაც ჩვენ გვარეგულირებს ყველას,“- აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
შეფასება გააკეთა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იცავენ საქართველოს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და ევროპულ მომავალს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ სისუსტე,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.