თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე, შესაძლოა, წავიდეს.
"მე მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა.
ასევე, ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენ ხელისუფლებას დავანახოთ - ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, რომ ყველას შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს... აქციაზე შეიძლება, წავიდე, ვერ გეტყვით ჩემი პირადი გეგმები ხვალ რა იქნება, მაგრამ მხარს ვუჭერ ზოგადად ყველა აქციას, რაც ამ მოთხოვნით ჩატარდება ", - ამბობს ნინო ლომჯარია.