დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად მიმაჩნია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, მის ჯანმრთელობაზე მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, - განაცხადა პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
,,მე ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება წავიდე და სააკაშვილს პირადად შევხვდე, ვნახო როგორ მდგომარეობაშია, როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. სააკაშვილის მდგომარეობაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მომაჩნია ჩემგან სერიოზული იყოს ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი, სააკაშვილი არ მიმაჩნია, რომ არის პოლიტპატიმარი. მიმაჩნია, რომ მისი მმართველობის დროს რაც მან გააკეთა, რამდენიმე ეპიზოდთან, გირგვლიანთან თუ ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით თუ სხვა, ამის გამო უნდა დაისაჯოს. თანამდებობა ინდულგენცია არ არის, თუ თანამდებობაზე დააშავებ, მით უფრო უნდა აგო პასუხი. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ის არის პუტინის პატიმარი, ან ვინმეს პატიმარი. მან დააშავა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს ყველაფერი კარგი მაგალითია ,,ქართული ოცნებისთვისაც“, და ზოგადად ხელისუფლებებისთვის, ხელისუფლებაში თუ ხარ და დააშავებ, აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი და ეს ამის მაგალითია. სააკაშვილის მმართველობის დროს ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილს ან ვანო მერაბიშვილს ვნახავდით ციხეში, მაგრამ ხომ იყვნენ, ხომ არიან? ამას შურისძიებით არ ვამბობ, თუ ნორმალური ქვეყანა გვინდა, ეს ასეა. ვინც ახლა ,,ქართულ ოცნებაშია“, მათთვისაც კარგი მაგალითია. შეიძლება ახლა ვიღაცა ძალიან კმაყოფილია, საკააშვილს ციხეში რომ ხედავს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. სააკაშვილის ჩამოსვლა, ერთი რომ პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ მეორეა, რომ ასეთი ფორმით არ უნდა ჩამოსულიყო, მან ამით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას. ორჯერ რომ პრეზიდენტი იყავი, ორჯერ რომ მთავარსარდალი იყავი, რატო იპარები? მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად მიმაჩნია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, მის ჯანმრთელობაზე მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება. ღარიბაშვილმა გამოსვლისას ძალიან უპასუხისმგებლოდ რომ თქვა, ,,მე რა შუაში ვარ, ღმერთს ებარებოდეთო“, ასე არ არის. ციხეში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რაც შესაძლებელია და რაც შეუძლებელია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს იქ ცოცხალი და ჯანმრთელი, ეს ორჯერ ორი ოთხია, ხელისუფლებაა ამაზე პასუხისმგებელი და ყველაფერი უნდა გააკეთონ. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის კვალს, მე ამის არ მჯერა. მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმსჯელებენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე.