გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
შარლ მიშელი მზად არის, ყველა ეტაპზე დაეხმაროს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ჩვენს ქვეყანას, როგორც რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე ევროკავშირის შიგნით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების კონტექსტში, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
„მიმდინარე ეტაპზე, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს, ხოლო მოგვიანებით – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, მსგავსი ტიპის შეხვედრა უაღრესად დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.