გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის სიცრუე - ნინო გიორგობიანი

ნინო გიორგობიანი

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა არის სიცრუე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს. 

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული, არც ანონსში იყო აღნიშნული.

,,აღნიშნული ცრუ ინფორმაცია ასევე უარყო შარლ მიშელის პრესსამსახურმა და განაცხადა, რომ "არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით".

წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული ერთობლივი განცხადებები NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ინფორმაცია ამის შესახებ იყო განთავსებულიNATO-ს გვერდზე. ინფორმაცია შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე არ ყოფილა გავრცელებული არც მთავრობის ადმინისტრაციის, არც ევროპული საბჭოს მიერ. ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა", - წერს ნინო გიორგობიანი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის ოფისში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაიშალა