რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1758487623
რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერმა დააანონსა, რომ ვაშლიჯვარში გოძიაშვილის ქუჩა არის პრიორიტეტებში გათვალისწინებული და ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოზე შალვა პერანიძემ.
„ასევე არის რამდენიმე ადგილი შიდა საუბნო გზები, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგაც გამოიკვეთა, რომ ამ გზებს სჭირდება რეაბილიტაცია და ეს მიმართულებაც გამგეობის მხრიდან იქნება მოწესრიგებული. ჩვენ გავეცით დაპირება ამასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ემუხვარის ქუჩაზე არის მსგავსი მონაკვეთები და ეს მონაკვეთები მოწესრიგდება.
სოფელ დიღომში არის შიდა საუბნო გზები, ამ მიმართულებით გამგეობამ გასულ წლებში ძალიან ბევრი გააკეთა. მომდევნო წლებში გაგრძელდება სამუშაოები და იმ ქუჩებსა და ჩიხებში, სადაც დარჩენილია სამუშაოები, მოგვარდება პრობლემები.
ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ამ წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა არც იქამდე ვიყავით დისტანცირებული და ვსაუბრობდით პრობლემებზე. ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები არის, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური მიმართულება და ვმუშაობთ ამ საკითხებზე.
სკოლების რეაბილიტაციის პროცესში აქამდე თუ არ არსებობდა გამგეობის და მერიის ჩართულობა, დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ საკარო სკოლებში გამგეობამ განახორციელოს ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია“, - აღნიშნა შალვა პერანიძემ.