„მომდევნო დღეებში შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი ამინდები იქნება…“ - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

სექტემბრის ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ახალ პროგნოზზე წერს: 

„მომდევნო 2 დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.

დღის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19-დან +21°C-მდე იმერყევებს.

ეს ტემპერატურული ფონი კლიმატურ სტატისტიკასთან მიმართებაში ნორმაა და ამასთანავე კომფორტული.

სასიამოვნო დღეებს გისურვებთ“,- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.