შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა.

სხდომებზე განიხილეს პაბსეკის მიმდინარე საქმიანობასთან, სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, წევრებმა იმსჯელეს პაბსეკ-ის 67-ე პლენარული სესიის დღის წესრიგის პროექტზე, დაამტკიცეს პაბსეკ-ის ვიცე-პრეზიდენტები და გაეცნენ ასამბლეის საქმიანობის ანგარიშს. პლენარული სხდომა 30 ივნისს გაიმართება.

პაბსეკ-ის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები ტარდება საქართველოს მიერ პაბსეკ-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში.