რატომ არის ლიფტში სარკე? - მიზეზები, რომლებზეც შეიძლება არც გიფიქრიათ
1707583296
"ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო "რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მაშინ რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.
მისი თქმით, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი.
"ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ".
რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.
რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.
ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი.
ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას
მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.
დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი," - წერს შალვა პაპუაშვილი.