დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა და ამ განცხადებას უტიფარი ფარისევლობა უწოდა.
„შეგვიძლია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავუხსნათ, რომ მანამ, სანამ შვედეთის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გაემიჯნება და არ დაგმობს მისი ხელისუფლების წარმომადგენლის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის ნოემბერში მაიდნისკენ მოწოდებას, მანამდე, ყველაფერი დანარჩენი, განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, არის ფარისევლობა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ უტიფარ ფარისევლობას მოვისმენთ შვედეთის ხელისუფლებისგან, ყოველ ჯერზე შევახსენებთ, რომ ერიკ ოტოსონი მათი ხელისუფლების წევრია, რომელიც საქართველოში მაიდნისკენ მოგვიწოდებდა. მაიდანს რა შედეგებიც აქვს, დღეს ყველა უყურებს უკრაინაში რა ხდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას.