პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს ვიზიტით ესპანეთსა და პორტუგალიას ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტსა და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. სენატის, დეპუტატთა პალატის და კომიტეტების წევრებთან. ასევე დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარესთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან.
პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ლისაბონის ავტონომიურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სადაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესპანეთსა და პორტუგალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.