პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას,” – ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. იგი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება.
„ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, – წერს პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
Arrived in #Kyiv together with fellow Georgian MPs to convey a message of Georgia: we feel your sorrow, #Georgia supports #Ukraine, Georgians stand with Ukrainians 🇬🇪🇺🇦
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 16, 2022