“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქცია და მანიფესტაცია იყოს მშვიდობიან ფარგლებში და თავად ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით აქციებს, რომელიც ამოვარდნილია აქციის ტრადიციული ჩარჩოებიდან, ჩვენ ვხედავთ რომ მის ორგანიზატორებს მიკროფონებიც კი არ მიაქვთ, მიმართვებიც არ აქვთ, არის პირდაპირ, მიზანმიმართულად გადასვლა აგრესიაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ნაცვლად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე თავისუფლად, მშვიდობიანი ხასიათის აქცია იყოს, ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად გარკვეული მოძალადე ჯგუფები გადაადგილდებიან ჭიჭინაძის და 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით, სადაც საპოლიციო ძალები იცავენ შესასვლელებს და შედიან პირდაპირ დაპირისპირებაში პოლიციასთან, თავს ესხმიან პოლიციას, რაც რამდენიმე საათი გრძელდება ხოლმე და შემდეგ უკვე პოლიცია რეაგირებს. ეს არის ის სცენარი, რასაც 3 დღეა უცვლელად ვაკვირდებით.
იკრიბება ხალხი რუსთაველის გამზირზე, რომლის ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა მშვიდობიანი მანიფესტანტია, შემდგომ ამ ხალხის რაოდენობით შეგულიანებული მოძალადეები მიდიან პოლიციელებთან პირდაპირ, ძალადობენ პოლიციელებზე და ვხედავთ რომ არის ქვების და რკინის დეტალების სროლა. წამოვიღე დღეს პარლამენტში შემოვარდნილი რკინის ბურთულა, შურდულით ნასროლი, რომლითაც ამსხვრევდნენ პარლამენტის ფანჯრებს. მსგავს ნივთებს ესროდნენ პოლიციელებსაც. ეს არის როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე თავად აჩვენებს, რომ თავდასხმები წინასწარ მომზადებულია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით.
აქცია უნდა დაუბრუნდეს მშვიდობიან ფორმებს. იმიტომაც არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური მიმართვა და არ არის აქცია, სადაც გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს თუ პროტესტს, რადგან როგორც კი გადავლენ საუბარზე, მიხვდებიან, რომ მათ პროტესტს შინაარსი და საფუძველი არ აქვს.
ეს არის ოპოზიცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, რომელიც ცდილობს მისი წაგება არჩევნებში ჩაანაცვლოს რაღაც სხვა თემით. ნახეს, რომ არჩევნების თემით ვერ შეძლეს ადამიანებში მღელვარების გამოწვევა, იმ დღიდან მოყოლებული ცდილობენ მოძებნონ რაღაც საკითხები, რომლითაც ააღელვებენ საზოგადოებას.
მოგვარების გზა არის ძალიან მარტივი, ყველა უნდა დაბრუნდეს კანონიერ ფორმებში და ძალადობა არ უნდა დაუშვას. თავად საზოგადოება დაინახავს შემდეგ, რომ სინამდვილეში ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რეალური საფუძველი არ აქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.