21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
„მაშინ, როდესაც დაწყებულია მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი ევროპაში, რომელსაც აწარმოებს ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა და თბილისიდან 35კმ-ში დგას მისი არმია და ამ დროს ჩამოდის ყველაზე დიდი ქვეყანა და ნაცვლად დამშვიდებისა, ნაცვლად იმისა ჩვენთვის ეთქვათ, რომ თქვენ ზედმეტ ესკალაციაზე არ წახვიდეთ, რომ მერე პრობლემები არ შეგექმნათ და არ გახდეთ დასახმარებლები, ნაცვლად ამისა მოვისმინეთ მოთხოვნა, რომ წავსულიყავით პირდაპირ ესკალაციაზე რუსეთთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის პოზიციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობა მაქსიმალურად ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება დაეყოლიებინა, რომ ჩართულიყო რუსეთთან გამანადგურებელ ომში.
„დაიჭირეთ ნათელი მხარე, დააწესეთ სანქციები, წადით ესკალაციაზე - ამას გვთხოვდნენ. ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა ეტყოდა ჩავკეტავ ცას, არავის შემოვუშვებთ, არავის გავუშვებთ, დავუწესებთ სანქციებს... ასეთი შტერები, რომ არ დახვდნენ ხელისუფლებაში ამიტომაც გაბრაზდა ბევრი მერე საქართველოზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი ამბობდა, რომ ის ვერ დაეხმარებოდა საქართველოს იმ შემთხვევაში თუ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყებოდა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ან სამხედრო ესკალაცია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველ ერს გამოცდილი აქვს რა არის ომი და როგორ მიდის ომამდე ქვეყანა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება არ წამოეგო ბრიუსელის ანკესზე, რომ როგორმე მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში.
„ეს იყო ესკალაციის ტალღაზე აყვანა ქვეყნის იმისთვის, რომ ესკალაციის ტალღაზე ავსულიყავით, გვეფრიალებინა სხვა ქვეყნის დროშები და ამით დაბრმავებულები წავსულიყავით ესკალაციაზე, სანქციებზე, ჩაკეტვაზე და ამის ბოლო რა არის ყველამ კარგად ვიცით, არის ომი.
ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ასეთი ომები როგორ იწყება. მათ შორის ის ფაქტი „სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციასთან“ დაკავშირებით, ესეც კარგად აჩვენებს. ასე მიდის, ვითომ არაფერი: „კოკოითი ფანდარასტ“, იქ რაღაც იმღერეს და ასე ტაშ-ფანდურით შევიდნენ პირდაპირ ომში. ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება და ძალიან კარგად ვიცით ასეთი ომები როგორ მთავრდება და ამას ვაკვირდებით დღეს უკრაინაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.