შალვა პაპუაშვილი: სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რათა სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა

 შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფარას“ ანალოგ კანონზე მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონის არის ამერიკულთან იდენტური და თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკოს.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ დატოვებულია ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა. ახლა ყველა სიტყვა, ტერმინი, მძიმე არის იდენტური და ახლა პარლამენტი ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ არის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა ეს ყველამ იცის. ეს კანონი არის იდენტური ამერიკულთან და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.