შალვა პაპუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური  და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სამადლობელი სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.