დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა.
„გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ.
შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია.
ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა“, - წერს პაპუაშვილი.