კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
„ზოგადად, საქართველოს მიმართ მტრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვაქვს. იმიტომ, რომ ფაქტია, რომ საქართველოს დღეს მტრობენ. სამწუხაროა, რომ ბრიუსელმა გამოაცხადა საქართველო საკუთარ მტრად და ქართველ ხალხს, როგორც მტერს ისე ეკიდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 30- წლიანი პარტნიორობის მიუხედავად, ბრიუსელმა ქართველი ხალხი მტრად გამოაცხადა.
„სამწუხაროა, რომ 30-წლიანი თანამშრომლობის პირობებში, როდესაც საქართველომ აჩვენა სრული პარტნიორობის ყველა გამოვლინება, მათ შორის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამას, რომ პასუხობენ იმით, რომ ქართველი ხალხი ბრიუსელმა გამოგვაცხადა მტრად და როგორც მტრებს ასე, რომ გვიგეგმავენ, რომ აბა აქედან, როგორ დავარტყათ, ის როგორ გავამწაროთ, იქ ფული, როგორ შევიტანოთ ჩემოდნებით და ა.შ. ამით ანადგურებენ ნდობას ქართველი ხალხის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის დასტურია ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, თქვა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მასვე დააზიანებს.
„მერე ჩავლენ გურიაში, კახეთში და ხალხს ეტყვიან, რომ ევროკავშირმა ეს გაგიკეთათ. რა ფასი აქვს, რამის გაკეთებას თუ შენ გაბრაზებული ხარ იმის გამო, რომ ქართველ გლეხს თურმე ღვინო შეაქვს რუსეთში და საქართველოში რუსი ტურისტი შემოდის და საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის. ხომ ეს თქვა ევროკავშირის ელჩმა, რომ ამის გამო არის ის გაბრაზებული. ნაწყენია, რომ ამ ომისგან ჩვენ რატომ არ ვზარალდებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.