საქსტატი - 2025/2026 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 8.0 პროცენტით მეტი სტუდენტი მიიღეს

თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით,  განაცხადების მიღება იწყება

სტატისტიკის ეროვნნული სამსახურის ინფორმაციით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია.

საქსტატის ცნობით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 27.0 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.0 პროცენტით.

ამასთნ, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3 პროცენტი, ხოლო კერძოში – 44.7 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1 პროცენტი ქალია, ხოლო 47.9 პროცენტი – კაცი.

2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8 პროცენტი ქალია, ხოლო 41.2 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტია.

საქსტატიც ცნობით, 2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1 პროცენტით გაიზარდა და 3 025 შეადგინა. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0 პროცენტით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.