კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა მუჰამად ასიფის განცხადებით, მისი ქვეყანა ავღანეთთან ღია ომში იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ხავაჯა მუჰამად ასიფმა მას შემდეგ გააკეთა, რაც წუხელ ავღანეთმა პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონების დაბომბვა დაიწყო. ოფიციალურმა ისლამაბადმა, თავის მხრივ, საპასუხო ცეცხლი გახსნა და ჰაერიდან რაკეტებით ქაბული, ყანდაარი და პაქტია დაბომბა.
„ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ჩვენს შორის ღია ომია დაწყებული“, - ციტირებს სააგენტო პაკისტანის თავდაცვის მინისტრს.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთსა და პაკისტანს რამდენიმე თვეა დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთს შეიარაღებული მებრძოლების მფარველობას აბრალებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ და თავდასხმებს აწყობენ. ავღანეთის ხელისუფლება კი ამბობს, რომ პაკისტანის უსაფრთხოება - ეს ისლამაბადის შიდა პრობლემაა.