ჭავჭავაძეზე ხანძარია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1734802938
"საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება.
,,მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მათ შესასრულებლად და უმეტესი სამუშაოებისა სწორედ უმრავლესობამ გასწია. ამ ფონზე, ოპოზიციას ან ბოიკოტი აქვს, ან არაფერი მნიშვნელოვანი წვლილი არ შექონდა ამ პროცესში. მოვუწოდებ მათ, რომ შეეშვან პოლიტიკურ აბსურდის თეატრს და ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.