პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ კელი დეგნანისთვის წყალგამყოფი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, მაშინ გამოდის, რომ:
ა) 2008 წლის აგვისტოს ომს ის პირადად სააკაშვილს აბრალებს
ბ) იმდენად ფეხზე ჰკიდია საქართველო, რომ არც ომი ახსოვს და არც წარსული ისტორია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, ელჩის განცხადება იმის შესახებ, რომ 2019 წელსა და ახლანდელ დროს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამიტომ არავინ უნდა მიესალმოს სასტიკი აგრესორისგან საჩუქარს, სამარცხვინოა. მისივე თქმით, ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ დეგნანი ქართველების ომს ომად არ მიიჩნევს.
„გადაჭარბების გარეშე - ეს არის უბრალოდ დიპლომატიური სკანდალი ან პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის ომი ამერიკელების კოორდინირებით ხდებოდა. მარტივად არის ამბავი - თუ კელი დეგნანისთვის წყალგამყოფი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, მაშინ გამოდის, რომ: ა) 2008 წლის აგვისტოს ომს ის პირადად სააკაშვილს აბრალებს ბ) იმდენად ფეხზე ჰკიდია საქართველო, რომ არც ომი ახსოვს და არც წარსული ისტორია. ორივე შემთხვევაში კატასტროფაა ეს, ქალბატონო ელჩო. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქართველების ომს ომად არ მიიჩნევთ. ეს არის შეურაცხყოფა 2008 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.