VIDEO: „ერთად აღარ ვართ...“ - თი მაჭავარიანი შეყვარებულს დაშორდა
1747597582
როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
„ეს კომისია არის თითოეული მოქალაქისთვის, ვინც მოესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიებს, იმ წამების და რეკეტის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ასევე ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით, რომლებსაც დღეს გვარამია ჟურნალისტი ჰგონიათ, ადეიშვილი უკრაინელი ჩინოვნიკი და ა.შ. ეს ხალხი იყო, ვინც ამ ბოროტების სისტემას ქმნიდა მაშინ. ჩვენმა ახალგაზრდებმაც უნდა ნახონ ვინ არიან ისინი, ვინც დღეს ცდილობენ მედიის საშუალებით მათი ყურადღება მიიპყრონ.
ეს კომისია არის ასევე უცხოელებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს კვლავ ბედავს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.