მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე დაუსვეს, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, მისი პარტია არ გამოჩნდეს, 20 კაცს ვერ მოაგროვებენ, ისეთ მდგომარეობაში არიან.
„რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ. კარგია, რომ მათი ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და ცდება. ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს, რადგან სწორ არჩევანს აკეთებს. არის მათი [ოპოზიციის] პატარა სცენა მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. სწორი შედარებაა, რომ ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.