1728312638
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, ეს პოლიტიკური დასასრულია, სამშობლოს როცა ებრძვი, ასე დაამთავრებ
„ნაცმოძრაობაში“ რაც ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს, ეს მათი შიდა პრობლემაა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა.
„აქამდე, მგონი, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, დიდი ინტერესის საგანი აღარ უნდა იყოს. ეს მათი შიდა პრობლემაა. როგორც იქნა, ისინი გადავიდნენ საკუთარი თავისთვის პრობლემის შექმნაზე. ისინი აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია – პოლიტიკური დასასრულია. შენს სამშობლოს როცა ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნასა და კორუფციაზე. რაც უფრო მეტად და მალე დაიშლება, მით უფრო კარგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.