წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ უკრაინასთან მატჩის შემდეგ კალათბურთელ გიორგის შერმადინის მიერ პრემიერ-მინისტრ კობახიძისთვის გადახდილი მადლობის ფონზე მაყურებელთა მხრიდან სტვენა და შეძახილები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“.
„ნაცი“ „ნაცია“, „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“. „ნაცს“ რა უნდა უთხრა, როდესაც ამ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი რაღაც ასეთ საქციელს სჩადის, რა უნდა ველაპარაკოთ? „ნაცი“ „ნაცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.