წვიმა და ძლიერი ქარი - 5 აპრილამდე მოსალოდნელი ამინდი ქვეყნის მასშტაბით
1775210636
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
დელეგაციის წევრები მოლდოვას პარლამენტის 3 ოპოზიციურ ფრაქციას წარმოადგენენ: სოციალისტების, "ალტერნატივის” ფრაქციასა და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატია შინ".
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა.
მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე. მან მოლდოვურ მხარესთან დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა.