ზვიად შალამბერიძე: ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა, მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ

ზვიად შალამბერიძე

ოპოზიციაში, საბედნიეროდ, თავიანთ წარსულს და იმ წყენებს ვერ ივიწყებენ, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა.

„გვახსოვს, როგორი ილუზია იქმნებოდა ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების. ისიც კარგად გვახსოვს, მათი გაერთიანების პროცესი თუ როგორ სრულდებოდა – არჩევნებამდე ან ერთად ვერ მიდიოდნენ, ან არჩევნების შემდეგ იშლებოდნენ. არქივია იმის, ცოტა ხნის წინ ერთამანეთს როგორ მოიხსენიებდნენ. ქართულმა საზოგადოებამ მათი ერთიანობის ეფექტი კარგად დაინახა. გაერთიანდებიან თუ არა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც არ უნდა იძახონ, მომავალი მთავრობა არიან და რაც არ უნდა ასეთი ზღაპრები მოჰყვნენ. შეუძლიათ, ასეთი ზღაპრები თავიანთ პარტნიორებს მოუყვნენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.