საფრანგეთის რივიერაზე 41-მეტრიანი იახტა დაიწვა - მისი დაქირავება 65 000 ევროდ იყო შესაძლებელი
1752334468
"მე და ჩემი კოლეგები დღეს ვართ შირაქის ველზე, დედოფლისწყაროში. რაც შეეხება ოპოზიციას - გახარია არის ბერლინში, "ნაცები" ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად და ზოგი სად. უნდათ, რომ იყვნენ კომფორტში და ასფალტზე - ჩავიდნენ ხალხთან, ჩავიდნენ რეგიონში და ელაპარაკონ ქართველ ხალხს," - ეს განცხადება ოპოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, "ნაცობა" არის არა "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა, არამედ იდეოლოგია.
"30 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში, დღეს მივიღეთ ისეთი გარემოება, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უყურებს არა ხალხს და ქვეყნისკენ კი არ იყურება, არამედ იყურება გარეთ, რას ეტყვის სხვა ხალხების რჩეული.
ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ "ნაცები" და "არანაცები". სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი - "ნაციონალური მოძრაობის" გუნდი. "ნაცობა" არ ნიშნავს იმას, რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრი - ეს არის იდეოლოგია.
გახარიას დღესაც აქვს კოალიციები ზუსტად თვითმმართველობის დონეზე, "ლელოს" წევრები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - ვის უნდა დააჯერონ ეს ყველაფერი?" - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.