მძიმე ავარია ხაშურში - დაშავებული ახალგაზრდები თბილისში გადმოიყვანეს
1756904642
ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ გადასვლას დათანხმდა, თუმცა ქართველის ამჟამინდელ კლუბთან, „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკების დროს წარმოშობილი სირთულეების გამო, თურქულმა მხარემ პროცესის გაგრძელება ვერ შეძლო“,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ „ბეშიქთაშმა“ მოლაპარაკებები გამართა ზურიკო დავითაშვილთან და მისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო. თუმცა „სენტ-ეტიენთან“ წარმოშობილი პრობლემების გამო, კლუბმა მოლაპარაკება შეაჩერა და ალტერნატივებზე გადაერთო“,- წერს წყარო Ensarit-ი.
მანამდე ითქვა, რომ დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ მიერ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იყო შერჩეული მარცხენა ფლანგზე, თუმცა მაშინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებს აფერხებდა ის თანხა, რომელსაც „სენტ-ეტიენი“ ქართველის ტრანსფერში ითხოვდა. ამავე დროს, Besiktas_Plus-მა ივარაუდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ძალიან მალე გახდებოდა „ბეშიქთაშის“ მოთამაშე. თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ფრანგული კლუბის დასახელებული ფასის გამო ჩაიშალა