ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადად, პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა Fitch-ის რეიტინგზე.
მისივე თქმით, ბრიუსელის თავდასხმები და გარედან თავდასხმები აყოვნებს კიდევ იმ ტემპს, რომელიც სინამდვილეში რეალურად შეიძლება გვქონოდა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას და ზოგადად, პოლიტიკის წარმოებას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული, რაც შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ გარემოსაც ახალისებს.
მეორე მხრივ, აჩვენებს რომ რეგიონში მიმდინარე ომის პირობებში საქართველო ასეთი წარმატებულია, საქართველოს წინააღმდეგ არსებული თავდასხმების ფონზე ასეთ წარმატებას ვაღწევთ. ყველას ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, კიდევ უფრო რამდენად წინ ვიქნებოდით, თუკი არ გვექნებოდა ეს მუდმივი თავდასხმები ბრიუსელიდან, სხვადასხვა დედაქალაქიდან, როდესაც ზოგიერთ გარე ძალას საქართველოს მიმართ პირდაპირ მტრული პოლიტიკა აქვს. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო ამაზე წინ იქნებოდა საქართველო - ბრიუსელის თავდასხმები, გარედან თავდასხმები აყოვნებს კიდევ იმ ტემპს, რომელიც სინამდვილეში რეალურად შეიძლება გვქონოდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა” (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა და პერსპექტივა „სტაბილურამდე” გააუმჯობესა.