კასპიის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1766522955
ევროპული ცივილიზაცია არის ის, რისი თანაშემოქმედებიც ვართ ქართველები. სწორედ ამ ცივილიზაციას, ამ ღირებულებებს ანგრევს დღეს ევროპული ბიუროკრატია. არ ვიცი, ეს გაუცნობიერებელი ნაბიჯია მათი მხრიდან თუ განზრახ მავნებლობა?- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პოსTV”-ის ეთერში.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს გარკვეულწილად არის კომპლექსი მეურვისგან მიტოვებული მოზარდისა, რომელიც ახლა ცოტა გაუაზრებლად იქცევა, „თუმცა ისეთ ჭეშმარიტებებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც ხელის გულზე დევს“.
„აზიანებენ ევროპულ ცივილიზაციას, ყველა იმ სიკეთეს, რომლებთანაც ევროპა იყო დაკავშირებული, ძირს უთხრიან არა მარტო ქართველების, არამედ - თვითონ ევროპელების თვალშიც.
ამიტომაც იკვეთება დღეს პატრიოტული ძალების გაძლიერება ევროპაში. ჩვენც ამიტომ ვგულშემატკივრობთ სწორედ იმ ტენდენციას, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდნენ ჭეშმარიტად პროევროპული ძალები, რომლებისთვისაც ნამდვილი ევროპული ღირებულებები და ფასეულობებია ყველაზე მთავარი, სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, საერთო ევროპული საქმის პატრიოტები იქნებიან. სანამ ასეთი ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, მანამდე რთული იქნება ურთიერთობის დამყარება ევრობიუროკრატიასთან,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.