გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე დისკუსიის საგანია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და მიმდინარე სამუშაო პროცესი.
შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩანიშნულია შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო პარტიების შეხვედრაც.