UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ელენე ხოშტარიასთვის ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო პირობებია შექმნილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმეს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სათანადო და უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებას იღებს.
„ელენე ხოშტარიასთვის ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო პირობებია შექმნილი. ვინმეს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სათანადო და უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება აქვს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულებს. ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის. ჯანმრთელობის პრობლემები თუ აქვს, სახელმწიფო უფასოდ აწვდის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება, ისევე, როგორც ამას ყველა მსჯავრდებულთა მიმართ აკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.