დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
მისასალმებელია ის პოზიცია, რაც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესს როდესაც კარგი პირობები აქვს შექმნილი ბიზნესის საწარმოებლად, ბიზნესი კარგად ვითარდება, კარგი შემოსავალი აქვს.
„შეხვედრებიდან გვესმის, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც დგას. ბიზნესს როდესაც ბიზნესის საწარმოებლად კარგი პირობები აქვს შექმნილი და ამ მხრივ საქართველო ლიდერია, რადგან დაბალი გადასახადებია და სწრაფი სერვისები, ბიზნესი კარგად ვითარდება, კარგი შემოსავალი აქვს, ეს პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს, არ აჰყვება ჭარბი მოგების ცდუნებას, რადგან ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა სოციალური პასუხისმგებლობის არგამოჩენაა. იმედია, ასე არ იქნება. გვინდა, საზოგადოებამ მოისმინოს, როგორ არის ფასის წარმოქმნის სისტემა, ჯაჭვში ვინ არის ჩართული და ერთად განვსაჯოთ, ვის რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.