1735285236
შალვა პაპუაშვილი დარჩო ხეჩუაშვილზე: ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18 წლიანი ციხე ემუქრება ქვეყანაში, შედის ჩუმად და რისკავს საკუთარ თავისუფლებას, ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა. ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი
ყველას შევახსენებ, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ 18 წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს და ეს ადამიანი ტყე-ტყე აპირებდა შემოსვლას საქართველოში. აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სასაზღვრო პოლიციამ და დააკავეს ის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გივი თარგამაძის საქმის ბრალდებულ დარჩო ხერჩუაშვილთან დაკავშირებით.
„წარმოგიდგენიათ? ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18 წლიანი ციხე ემუქრება „იქს“ ქვეყანაში, ამ „იქს“ ქვეყანაში შედის ჩუმად და რისკავს საკუთარ თავისუფლებას 18 წლიან ციხეზე. ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა კიდევაც. ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი. მასთან იყო რაღაც გარიგება ან დავალება, რომ უღირდა 18 წლიან ციხედ.
პირველი ჩვენება მან უკვე მისცა, რომ თავის დროზე, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, ამ პოლიტიკოსზე თვალთვალი მას ნაბრძანები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან. კიდევ ერთხელ კრიმინალურ ისტორიაში გამოჩნდა გია ლორთქიფანიძე. როგორც ჩანს, ასეთი ბნელი საქმეების მთავარი დამგეგმავი საქართველოში არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. საერთოდ, კატასტროფაა ხომ? ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, დახმარებაზე, გვერდში დგომაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ჩართული არიან თურმე საქართველოს დესტაბილიზაციაში. უბრალოდ, სირცხვილია საერთო ჯამში ეს მდგომარეობა. ამიტომ, ვნახოთ რას აჩვენებს შემდეგ გამოძიება. ჩვენ შეიძლება რაღაცები მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.