დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს კრიტიკის პასუხად ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს საქართველოსთვის ბოლო პერიოდში ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა და
„საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ყველა რისკი გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებულ იქნა. დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა მათ შორის ევროკავშირის და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი ხელქვეითი პარტიების, თუ „ენჯეოების“ ხელით და სად ვიქნებოდით დღეს ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო. იქ ვიქნებოდით სადაც უკრაინაა, სადაც არც მშვიდობა შეუძლიათ და ომი - ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა.
რაც შეეხება ამერიკის და ევროკავშირის ურთიერთობას, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ახალი როლი აქვს - ღიად, ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს, თუ პოლიტიკურ ლიდერებს. [ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირს] უთხრა, რომ სინამდვილეში ამ ევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შეზღუდვის, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ. ისინი ასცდნენ საკუთარ თავს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას რომელსაც ასეთი აცდენილი არიან. შედეგიც უთხრა ახალმა ადმინისტრაციამ რა იქნება - ესაა ევროპული იდენტობის დაკარგვა, ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.