1692302192
შალვა პაპუაშვილი - არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია“, – წერს შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილის პოსტს აზიარებს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს: „ტოპტვინები აშკარად შენელდნენ“.