შალვა პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის გადადებული შეხვედრის შესახებ: იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში - იციან, რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ, ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან

პაპუაშვილი

იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან, რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებული შეხვედრის შესახებ.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა არ ისურვა.
„იციან, როგორც კი სიმართლე შეეხება იმ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს, რომლებსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ეს ნარატივი ჩამოიმსხვრევა. იციან, რომ სუსტები არიან არგუმენტებში, იციან, რომ სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ. ეს არის რეალურად სუსტის გაქცევა დისკუსიისგან ვინაიდან იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ბრიუსელმა ჩაშალა.